Sunday, 29 June 2014

ტრენინგის შეჯამება.

ინტელის სასწავლო კურსი ჩემთვის ძალზე საინტერესო იყო, რადგან აქ შევისწავლე პროექტებით სწავლება.გავეცანი 8 მოდულს.
    პირველ  დღეს  გავეცანით  ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს, გავეცანით გზამკვლევს,  ვისწავლეთ რა არის ვიუერი, ჩეკლისტი,შევქმენით  პორტფოლიოს  საქაღალდე , შევქმენით   ბლოგი.
     მეორე დღეს   მიმოვიხილეთ პროექტები, დავამზადეთ  ბუკლეტები. ვისწავლეთ   ბლოგში სურათის  ჩაცმა.
   მესამე დღეს  გავაცანით სტანდარტს, ვიმუშავეთ  პროექტის გეგმაზე.  გავიგე,  რა არის მიმართულების  მიმცემი საკვანძო კითხვები .
   მეოთხე დღეს   განვიხილეთ შეფასებები. შევადგინეთ  დროში გაწერილი  გეგმები, შევისწავლეთ  პროექტის პორტფოლიოს  პრეზენტაცია,  პორტფოლიოს  შექმნა  და ბლოგზე გადატანა.
       მეხუთე დღეს ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები, კომენტარები  ბლოგზე,  შევქმენით  მოსწავლის ნიმუშის  ბლოგი.ვისწავლეთ ბლოგის   სათაურის შეცვლა,   ბლოგის წაშლა,  აღდგენა. ვისწავლეთ, რომ გაჯეტი არის ტექნოლოგიური ინსტრუმენტი.
      მეექვსე დღეს    გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციას,  შეფასებებს,  ვიმუშავეთ ბლოგზე.
 მეშვიდე   დღეც  საინტერესო  გამოდგა.ამ  მოდულში გავეცანით,   რომ პროექტზე  მუშაობისას   აუცილებლად  გათვალისწინებული  უნდა იყოს  ყველა  მოსწავლის საჭიროება.   ვისწავლეთ   ბლოგის  გაჯეტში   საათის ჩასმა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.
     მერვე დღეს  შევქმენით  ფასილიტაციის  რესურსი. გადავხედეთ  პორტფოლიოს, ავტვირთეთ   ბლოგზე.
    მეცხრე დღეს ვისწავლეთ ბლოგის გვერდების  ჩასმა.   შევქმენით ალბომი  და გადავიტანეთ  ბლოგზე.   ბოლოს  ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ  წარადგინა  პროექტი.
   პედაგოგებმა  ერთხმად აღნიშნეს, რომ ინტელის  სასწავლო პროგრამა აქტუალურია, რადგან  ამ პროგრამით  21-ე  საუკუნის იმ უნარ- ჩვევებს  ვთავაზობთ მოსწავლეებს, რომელთა გარეშეც  დღევანდელი სკოლა წარმოუდგენელია.მე  კი,  პირადად , ჩემ  მიერ შეძენილ ცოდნას  გამოვიყენებ  მასწავლებლის  პორტფოლიოს  შესაქმნელად.
     ამ ტრენინგმა შეცვალა ჩემი ხედვა ზოგიერთი საკითხთან მიმართებაში.ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კიდევ გადავდგი ჩემს პროფესიულ განვითარებაში.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისწავლე თუ როგორ გამოვიყენო სასწავლო პროცესში პროექტით სწავლება,რაც ძალიან გამომადგება მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად და ესგ-ით გათვალისწინებული შდეგების მისაღწევად. 
ის ტექნოლოგიები,რაც ამ ტრენინგზე შვისწავლე ჩემთვის ძალიან სასარგებლოა.
გავხდი უფრო მოტივირებული და თავდაჯერებული ჩემს შესაძლებლობებში ტექნოლოგიებთან მიმართებაში, რაშიც ძალიან დამეხმარა ჩვენი ტრენერი ქალბატონი ქეთი ცერაძე. 

ტრენინგის მეცხრე დღე.

ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით. გადავხედეთ ჩვენს პორთფილიოს.შევისწავლეთ youtube-ვიდეო ფაილების საცავი.გავეცანით youtube-ის ვიდეოს ბლოგში გადატანა. ვისწავლეთ youtube-დან ვიდეოს გადმოწერა და ვიდეოს ატვირთვა.ამის შემდეგ ტრენინგის ყველა მონაწილემ გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია.ტრენინგის ბოლოს გავაკეთეთ ტრენინგის შეჯამება.

Saturday, 28 June 2014

ტრენინგის მერვე დღე.

ტრენინგი დავიწყეთ წინა დღით შესწავლილი მასალის გამეორებით.
შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში.შემდეგ გადავხედეტ ჩვენს პორთფოლიოს და მოვახდინეთ მისი რედაქტირება.ამის შემდეგ პროექტის პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე.დავამატეთ სიის გაჯეტი,სადაც ჩავსვით მასალები.

Monday, 23 June 2014

ტრენინგის მეშვიდე დღე.

ტრენინგის დაწყებისას გავიმეორეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა.შემდეგ განვსაზღვრეთ დავალებები ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით.
შევისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება.ბოლოს ვიმუშავეთ პროექტის გეგმებზე.

Sunday, 22 June 2014

ტრენინგის მეექვსე დღე.

გავიმეორეთ წინა დღის მასალა.ბლოგის დიზაინის შეცვლა.
ამიას შემდეგ გავეცანით პროექტების შეფასების ნიმუშებს.
გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში.
გადავხედეთ პროექტის გეგმას.

Saturday, 7 June 2014

ტრენინგის მესამე დღე.

გავიმეორეთ  წინა დღის შესწავლილი მასალა.გავეცანით ინტელის სასწავლო კურსის  პროექტის გეგმაზე მუშაობას.ვისწავლეთ სტანდარტის დადგენა,მიზნის განსაზღვრა და მიმართულების მიმცემი კითხვების შედგენა.ვიმუშავეთ ბლოგზე. გავიხსენეთ პონების შეცვლა.შევისწავლეთ სათაურის შეცვვლა,  ბლოგის  წაშლა-აღდგენა და დაკავშირება.
 ეს დღე ჩემთვის იყო ზალიან საინტერესო და ნაყოფიერი.

Sunday, 1 June 2014

ტრენინგის მეორე დღე.

1 საშინაო დავალება - პროექტების მიმოხილვა,
2 გავიმეორეთ სახელმძღვანელო.
3 შევისწავლეთ ტექსტური რედაქტორში- ბუკლეტისთვის საჭირო ინსტრუმენტები.
4 შევისწავლეთ ბუკლეტის დამზადება.
5 გავეცანით ბლოგზე მუშაობას და მასში სურათის ჩასმას
.